"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა.
მისი თქმით, 2 წელიწადნახევარია ექსპრეზიდენტი არ უნახავს და მასთან ბევრი განსახილველი თემა ჰქონდა.
"გვაქვს უამრავი ხაფანგი დაგებული,ქვეყნის შიგნით და გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის არ იყოს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მე და სააკაშვილი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არათუ ნორმალიზებული იყოს ურთიერთობა, არამედ ბრძოლის მორევში ვიყოთ ერთად ურთიერთგაგებით და შეთანხმებით", - განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტიის თავმჯდომარესთან ერთად კიევში პარტიის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
(Report)
