ქვეყანაში ბოლო 24 საათში 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 742 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 308, „პისიარ“ ტესტით – 11 434.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 308 821 გამოჯანმრთელდა, 4 442 კი, გარდაიცვალა.
