"ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.
იარაღის წარმოების დაწყებას იწონებენ სამხედრო ანალიტიკოსები. ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი და სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი გვეუბნება, რომ ეს ქვეყანაში სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი წინგადადაგმული ნაბიჯი იქნება, მით უფრო, თუ საქართველო ამ საკითხში ებრაელების მრავალწლიან და მაღალტექნოლოგიურ გამოცდილებას გაიზიარებენ და მათი ტექნოლოგიით შეუდგებიან იარაღის წარმოებას.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ახლანდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტყვიის საწარმოს მშენებლობის პროექტიც ჰქონდა. მისი აზრით, საქართველომ უნდა აწარმოოს ყველა სახის იარაღი, ბირთვულის გარდა.ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები რამდენიმე ათეულ მილიონს ხარჯავენ ტყვია-წამლის შეძენაში, ამიტომ ტყვიის საწარმო საქართვლოში, მისი აზრით,კომერციულადაც გამართლებული იქნება, ეკონომიკურადაც და უსაფრთხოებასაც გააძლიერებს.
report.ge
.jpg)