კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი გაიმართა

47
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

ასევე, ნიკა მელიას ადვოკატებმა მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე რეაგირების მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატები განმარტავენ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებების გაკეთებისას მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვეოდა.

„ნიკა მელია არა მხოლოდ იდევნება პოლიტიკური თვალსაზრისით და ამისთვის ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულების ინსტრუმენტებს, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები უხეშად არღვევენ მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას. ის დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სასამართლოს მოეხდინა რეაგირება ამ ფაქტებზე. დავასახელეთ რამდენიმე მაგალითი, მათ შორის იყო ირაკლი კობახიძის განცხადებები, სადაც მელიას მოიხსენიებს კრიმინალად და საუბრობს, თითქოს დანაშაული ჩაიდინა. სასამართლოს ასევე ვთხოვეთ, მიეღო სათანადო ზომები, რათა მომავალში აღარ მომხდარიყო ნიკა მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, თუმცა ამის პასუხად მივიღეთ, რომ შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ასევე, დაცვის მხარე წარდგა შესავალი სიტყვით. დაცვის მხარეს წარდგენილი აქვს წერილობით შესავალი სიტყვა და ჩვენი სტრატეგია ამ ეტაპზე იყო შესავალი სიტყვის საკმაოდ ლაკონურად თქმა“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და მიმდინარე საქმესთან კავშირი არ ჰქონდა.

„სასამართლო იხილავს სისხლის სამართლის საქმეს ნიკანორ მელიას მიმართ. დაცვის მხარემ უნდა დააყენოს შუამდგომლობა საქმესთან დაკავშირებით, რისი დადასტურება ან უარყოფა შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში ასეთი არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება უდანაშაულობის პრეზუმფციას, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ არის ძალაში. ეს შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაცვის მხარის შუამდგომლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო, ვინაიდან მტკიცებულება სამართლებრივი შინაარსიდან არ გამომდინარეობდა.

„სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იყო შესავალი სიტყვა. შემდგომი სამართლებრივი პროცედურით არის ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს დაახლოებით ასამდე მოწმე, რომლებიც ისაუბრებენ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას მხრიდან სამართალდარღვევის და დანაშაულის განხორციელების მომენტისათვის.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, მათ წარმოადგინეს კონკრეტული პოლიტიკოსების შუამდგომლობა, რომელიც რამდენადაც განცხადების შინაარსიდან მივხვდით, ეხებოდა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და მოსაზრებებს. განსახილველი საქმე ეხება ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი, უნდა ეხებოდეს სისხლის სამართლის საქმის მნიშვნელოვან გარემოებებს. ის შეფასებები, რაც შეიძლება გაკეთდეს საჯარო სივრცეში, ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად. დღეს დაცვის მხარემ თავადვე განაცხადა, რომ ეს არ არის მტკიცებულება სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე. შესაბამისად, ლოგიკური იყო სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

ნებისმიერ სასამართლო სხდომათა დარბაზში რა კატეგორიის საქმეც განიხილება, მხარეებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ განხილული უნდა იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება განსახილველ თემას. საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები წარმოადგენენ ნიკა მელიას ინტერესებს და მათ კარგად იციან, კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თუ აქვთ რაიმე პრეტენზია, რა ფორმით, სად და რა კატეგორიის სასამართლოში უნდა მოხდეს დაყენება. რაზედაც დღეს ისაუბრეს, სცილდება სისხლის სამართლის საქმეს. მათ თუ მიაჩნიათ, რომ ბრალდებულის უფლებები დაირღვა, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გზები, რაც დაცვის მხარეს ჩვენზე კარგად მოეხსენება“, – განაცხადა გულუაშვილმა.

ასევე, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მომდევნო სასამართლო სხდომაზე მოხდება.

„მომდევნო სხდომაზე მოხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, წარმოდგენილი იქნებიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ უშუალოდ იმ გარემოებებზე, რაზეც ეყრდნობა ბრალდების მხარე. რაც შეეხება დაცვის მხარის შესავალ სიტყვას, ძალიან მოკლედ და ლაკონურად იქნა წარმოდგენილი დაცვის მხარის მიერ, ორი სამი წინადადებით. შესავალი სიტყვა უნდა მიმოიხილავდეს დაცვის მხარის გარკვეულ მტკიცებულებებს და პოზიციას. ჩვენ მსგავსი არ მოგვისმენია. მათ განაცხადეს, რომ წინა მოსმენის დროს საქმის განხილვისას მოხდა ამ შესავალი სიტყვის წარმოთქმა, თუმცა კვალიფიციური ადვოკატები არიან და მოეხსენებათ, რომ შესავალი სიტყვა უნდა უყოს წარმოდგენილი მოსამართლის წინაშე ზეპირად“, – აღნიშნა გულუაშვილმა.

სასამართლო პროცესი 21 მაისს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →