"მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და "კომენდანტის საათიც" მოიხსნება, ეს ჩემი აზრია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობას შეზღუდვების მოხსნის საფუძველი, სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ ექნება.
"როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის "კომენდანტის საათი".
დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში "კომენდანტის საათი" არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და "კომენდანტის საათიც" მოიხსნება, ეს ჩემი აზრია", - განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
(report)
