„საჭირო შემთხვევებში, დროული ჰოსპიტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, პიკურ პერიოდში გვქონდა. მაშინ, ჰოსპიტალიზაციის მხრივ, 25%-ზე ვიყავით, ახლა თითქმის 45%-საც კი მივაღწიეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია ნამდვილად არ არის აუცილებელი, თუმცა, შეიძლება, სამედიცინო პერსონალი ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს, ასევე, პაციენტის მოთხოვნაცაა, რომ ჰოსპიტალში უმკურნალონ. ამ მიმართულებით, ვმუშაობთ სასწრაფო დახმარების სამსახურთან, რათა მათ ადრეული შეფასების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამასთან, ვმუშაობთ სტაციონარებთან, კლინიკებთან, რათა მდგომარეობა შეფასდეს ემერჯენსის დონეზე და მხოლოდ ის მოხვდეს კლინიკაში, ვისთვისაც ეს რეალურად აუცილებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
(imedi)
