საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან როგორც მმართველი გუნდის ლიდერები, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და საბოლოოდ, შარლ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს.
შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემა იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საკითხები. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დაახლოებით 40-მდე წინადადება ექნებათ, რომელსაც დღეს სამუშაო ჯგუფს წარუდგენენ.
(11tv)
