რამაზანი ახლოვდება. ყველა მუსლიმი განსაკუთრებული დღის მოლოდინშია. წელს, რამაზანის დღესასწაული 14 მაისს, როგორც ყოველწლიურად, ეს დღესასწაული მარნეულის კულტურის ცენტრის პარკში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური საბჭოს და საქველმოქმედო ფონდ "იმამ ალის" ორგანიზებით ჩატარდება.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ სრულიად საქართველოს უმაღლესი რელიგიური საბჭოს (UGMADI) თავმჯდომარემ და შეიხმა მირტაგი ასადოვმა განაცხადა.
"რამაზანს რამდენიმე წელია მარნეულის კულტურის ცენტრის პარკში ვზეიმობთ. ბოლო ორი წელი პანდემიური და რთული პერიოდია. ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით და წესების დაცვით, დღესასწაულის ღია ცის ქვეშ აღნიშვნა არანაირ პრობლემას არ წარმოიდგენს"- მირთაგი ასადოვი.
მირტაგი ასადოვმა აღნიშნა, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულის მერიასა და პოლიციას უკვე მიმართეს.
"ქვეყანაში პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ მივმართეთ მარნეულის მერიასა და პოლიციის დეპარტამენტს დღესასწაულის აღსანიშნავად. მიმართვაში ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მუსლიმთა რელიგიურ დღესასწაულს, რამაზანს, 14 მაისს 17: 00-დან 21:00- მდე აღვნიშნავთ. გილოცავთ რამადანის დღესასწაულს. ყველა მუსლიმს რამაზანის დღესასწაულს ვულოცავ"- მირტაგი ასადოვი.
მან ასევე მოუწოდა ხალხს დღესასწაულზე მოსვლისას ატარონ პირბადეები და ის რეკომენდაციები და წესები დაიცვან, რომელიც პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარეა დაწესებული.
"დღესასწაული დაიწყება 14 მაისს 17:00 საათზე. ძვირფასო მუსულმანებო, ყველას ვთხოვთ დღესასწაულზე მოსვლისას ატარეთ პირბადე და ყველა ის რეკომენდაციები და წესები დაიცავით, რომელიც არის პანდემიიდან გამომდინარეა დაწესებული" - თქვა მირტაგი ასადოვმა.
