ამის შესახებ InterPress.ge-ს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოდან აცნობეს.
ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო!
საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით და SOCAR Georgia- ს მხარდაჭერით გაიმართება ჭადრაკის ტურნირი საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავს.
8-14 და 14-35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ამ ტურნირში, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2021 წლის 9 მაისამდე საელჩოს მისამართზე [email protected] წერილობით ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: + 995-577-60-60-06.
ჰეიდარ ალიევის სახელობის ჭადრაკის ტურნირი დაიწყება 10 მაისს 10:00 საათიდან საქართველოში მდებარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში (მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 4).
ტურნირის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პირველ სამ ადგილს დაიკავებენ ორ ასაკობრივ კატეგორიაში, დააჯილდოებს საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი.
ტურნირი გაიმართება მსაჯთა ზედამხედველობით შვეიცარიის საჭადრაკო სისტემის წესების შესაბამისად.
