როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეხვდა.
მათივე ცნობით, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა „გირჩის“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელო – საქართველოსათვის“, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.
