”როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ერთად განვახორციელეთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად მტკიცედ ვართ განწყობილი და გვსურს გავაგრძელოთ კიდევ უფრო მეტი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს და ძმობას”.
InterPress.ge. იუწყება, რომ ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 5 მაისს აზერბაიჯანში იმყოფება.
"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბაქოში ჩემი დელეგაციის მიღებისთვის. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწვიოთ თბილისში. გმადლობთ", - თქვა პრემიერ მინისტრმა.
