ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 648 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 912, „პისიარ“ ტესტით –11 736.
ქვეყანაში სულ აცრილია – 47 949 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 564.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 315 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 296 532 გამოჯანმრთელდა, 4 207 კი გარდაიცვალა
