დღეს კლინიკებში 4200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, აქედან 811 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 149 კი - რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოხდება დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. „გვინდა, რომ კვირის ბოლომდე დაახლოებით 6 000 საწოლი იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ არ იყოს დატვირთულობა კლინიკებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ჩამოვა, რაც უკვე აცრილი მოქალაქეების მეორედ აცრას მოხმარდება.
(imedi)
