"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ეს ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ის ჩინური "სინოფარმით" აიცრა.
(report)
