ამირან გამყრელიძემ ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.
შეგახსენებთ, 4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, ჩინური ვაქცინის მისაღებად, რეგისტრირებულია 15 325 ადამიანი.
"ცნობისთვის, სინოფარმს" ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს.
(report)
