გამომძიებელს უფლებამოსილება ენიჭება, საქმის სასამართლოში წარმართვამდე, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ჩართოს. პროკურორის მიერ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვა სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე იქნება შესაძლებელი.
ამას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი პროკურორის მიერ განიხილება სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო გამომძიებლის მიერ − საქმის სასამართლოში წარმართვამდე.
ipn.ge
.jpg)