„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 29 აპრილს გაიმართება.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.
ექნება თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობა, ეს უცნობია. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ხვალ ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლების შანსი აქვს.
ამასთან, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ მისთვის გირაოს გადახდაზე თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, ამნისტიის შესახებ ახალ კანონპროექტს გაიწვევენ.
(ipn)
