როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ამოყირავდა.
როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.
