მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ განუცხადა.
რურუამ მის მიმართ წარდგენილ ბრალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპატიმროში წელიწადნახევარი „ტყუილი ბრალდებით“ გაატარა.
„წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. რატომ - არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია - ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი რურუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ასევე უცხოელ პარტნიორებს, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო სექტორს და ქართველ ჟურნალისტებს.
(ipn)
