ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლონელმა მესაზღვრეებმა 10 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც ბელარუს-პოლონეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მათ შორის ორი ქალი და ოთხი ბავშვი იყო. დაკავებულთა შორის ეთნიკური ჩეჩნები - რუსეთის მოქალაქეები და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იყვნენ. პოლონეთის მხარეს კი ამ ადამიანებს საქართველოს სამი მოქალაქე ელოდებოდა.
საქართველოს ორ მოქალაქეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მესამემ ბრალი აღიარა და მას 6-თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
