მისი თქმით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადდა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მცირე გამონაკლისის გარდა, მუშაობას ყველა დაწესებულება შეაჩერებს.
საქალაქთაშორისო მგზავრობა დაექვემდებარება ნებართვას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს.
„ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5000-ზე ნაკლები უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში, ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული“, - განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის 37 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
(report)
.jpg)