InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურმა განცხადება გააკეთა.
სატელეფონო საუბრის დროს, სახელმწიფოთა მეთაურებმა დაგმეს აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის განცხადება ე.წ. "სომეხთა გენოციდი".
ილჰამ ალივმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო და მას ისტორიული შეცდომა უწოდა.
პრეზიდენტი ალიევის განცხადებით აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება მიუღებელია.
საუბრისას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ განცხადებამ რეგიონში თანამშრომლობის ტენდენციები სერიოზულად დააზიანა.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის თურქეთის გვერდით დგას.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მხარდაჭერისა და პოზიციისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის იდგა აზერბაიჯანის გვერდით.
ქვეყნების მეთაურებმა კმაყოფილება გამოხატეს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ყველა სფეროში ძმური და მეგობრული ურთიერთობების განვითარების გამო.
