თამარ გაბუნიას თქმით, სააღდგომოდ ძალაში იქნება ყველა ის რეგულაცია, რომელიც დღეს მოქმედებს.
"დღევანდელი მდგომარეობით, ღამე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის", - თქვა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რაიმე ტიპის დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შესაძლოა, ამის საჭიროება დადგეს.
(Report)
