ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ თბილისი-თელ-ავივი-თბილისის და თბილისი-ერევანი-თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ფრენები აღნიშნული მიმართულებებით შემდეგი განრიგით განხორციელდება.
თბილისი-თელ-ავივი-თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას; თბილისი-ერევანი-თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა.
(1tv)
