”სომხეთი და მისი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც უკანონოდ იყენებენ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ასევე შეხვდებიან საერთაშორისო სასამართლოს.”
InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 20 აპრილს აზერბაიჯანის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"ზიანის გაანგარიშების პროცესი მიმდინარეობს, უცხოელი ექსპერტები არიან ჩართული ამ პროცესში. მოგეხსენებათ, ჩვენი გეგმებია სომხეთის საერთაშორისო სასამართლოებში გასაჩივრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ და უცხოელი ექსპერტები დაგვეხმარებიან ამ სფეროში. სომხეთი და მისი უცხოელები პარტნიორები სომხების მიერ ჩვენი ოქროს, სპილენძისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ძარცვა და უკანონო ექსპლუატაცია საერთაშორისო დანაშაულია და ამ მიმართულებით სასამართლო პროცესი დაიწყო. ამ საქმეში უკვე მონაწილეობენ უცხოელი პარტნიორები", - თქვა მან.
