ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ აჩვენებს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საქართველო პრიორიტეტია ევროკავშირისთვის და ამის გამოხატულებაა შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა. განსაკუთრებული პრიორიტეტულობის დემონსტრაცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ჩვენ ძალიან თამამად წარვადგინოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
დღეს საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.
(imedi)
