InterPress.ge- ს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში მოხდა.
მოწმეების განცხადებით, მცირეწლოვანი ბავშვი გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა, რის შედეგადაც ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა.
ბავშვი მარნეულის ავერსის კლინიკაშია გადაყვანილი და მას პირველადი დახმარება გაუწიეს.
ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ბავშვის მდგომარეობა უცნობია.
ადგილზე ჩატარდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.


