„ქართული ოცნება“ ვერ იტყვის, თუ როგორ მოიქცევა ოპოზიცია. ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად, როგორც მინიმუმ - ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან, ვისაც მართლა აინტერესებს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, დემოკრატია და არჩევნები. ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„აშკარაა, რომ ოპოზიცია გაყოფილია ორ ნაწილად - ერთია გაკოტრებული, დესტაბილიზაციის გეგმის ირგვლივ გაერთიანებული ნაწილი და მეორე ნაწილი გამოსავალზე ფიქრობს. ამ შემთხვევაში, ჩვენ დოკუმენტის ხელმოწერის გარდა, დამატებით გამოსავალსაც ვთავაზობთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
(Report)
