"ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები "ფაიზერის" მეორე დოზას მხოლოდ იმ დაწესებულებებში გაიკეთებენ, სადაც პირველი აცრა გაიკეთეს.
"ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნება დღეს, დღის ბოლოდან. მეორე დოზა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს მხოლოდ იქ, სადაც ჩაიტარა პირველი დოზა. თხოვნაა, ეს პროცედურები იყოს დაცული. დღეს გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
(Report)
