ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა და კვლავ გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, ტურისტული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე.
„ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ამ ქვეყანაში ყველა საშუალებით, რათა შეუნარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს მეტი უნდა გაკეთდეს ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან, რათა სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და ქვეყნის ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ინტეგრაცია მიიღონ
ამ ვიზიტით, ასევე განვიხილეთ ზოგიერთი ინიციატივა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნეს აქტორებს, რომ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა და ფიქრი დავიწყოთ, ეს მსჯელობა გაგრძელდება და კონკრეტულ ფორმას მივცემთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური ურთიერთობა შენარჩუნდა და დროთა განმავლობაში შენარჩუნდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
(Report)
