„ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე „ლოკდაუნი“ აღარ იყოს. ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, ამიტომ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. როდესაც 4% იყო დადებითობის მაჩვენებელი და ეს ორი კვირა ნარჩუნდება, მაშინ გაქვს საშუალება იმისა, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგა შემსუბუქებისკენ. ახლა, ორი კვირის მაჩენებელი გვაქვს 2,56 მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გამყრელიძემ
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის არსებული 18 „კლასტერიდან“ უმრავლესობა დაკავშირებულია დიდ თავშეყრასთან.
(ipn)
