უფრო მეტ რისკს შეიცავს ის დიდი სუფრები, სადაც არსებული წესების დაცვა არ ხდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რესტორნები ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუმცა ამ თვალსაზრისით მეტ რისკს დიდი სუფრები წარმოადგენენ.
„რესტორნები, სადაც რეგულაციების დაცვა ხდება - მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია, 4 კაცი მაგიდასთან და ასე შემდეგ, ამ თვალსაზრისით ნაკლებად სარისკოა. უფრო მეტ რისკს შეიცავს ის დიდი სუფრები, სადაც ამ წესების დაცვა არ ხდება. გუშინაც დავასახელე 18 კლასტერი, უმრავლესობა სწორედ ამ ტიპის სუფრებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
(imedi)
