პოლიტიკური პარტია „გირჩის“ პოზიცია დასაფასებელია, რაც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში და მზად იყვნენ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი თალაკვაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება 7 პუნქტს, ესაა „გირჩის“ დღის წესრიგი და პოლიტიკური პარტიის პროგრამა. ამ პროგრამით გამოვიდნენ ისინი არჩევნებში და ვნახეთ რამდენმა მოქალაქემ დაუჭირეს მხარი. ამიტომ ერთადერთი შესაძლებლობა, რომ „გირჩმა“ იმსჯელოს თავის რეფორმებზე ესაა პარლამენტში შემოსვლა და დისკუსია“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„გირჩი“ შვიდ საკითხს ასახელებს და აცხადებს, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.
imedi.ge
