„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არიან. მისივე თქმით, მოლაპარაკების პუნქტებთან მიმართებით მათი პოზიცია უცვლელია.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. არ მგონია, რომ ევროკავშირსაც ჰქონდეს სურვილი, რომ კიდევ ერთი წარუმატებელი რაუნდი ჩატარდეს. კარგია, რომ მხარეებს შორის ორმხრივი შეხვედრების პროცესი დაიწყო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
(imedi)
