მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების საჭიროებას რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით განსაზღვრავს.
,,ეს ინდიკატორებია ახალ შემთხვევათა რაოდენობა ასიათას მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი და სხვა.
წინა საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავითარ ჩაკეტვებზე ამ ეტაპზე, ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციის დროს, საუბარი არ არის. ამ ეტაპზე სახელმწიფო ამკაცრებს ზედამხედველობას და მონიტორინგს, იმ დაწესებულ რეკომენდაციებზე და შეზღუდვებზე, რაც ქვეყააში არსებობს.
თუ ჩვენ ამას აღვასრულებთ კარგად, როგორც ერთის მხრივ, საზოგადოება და მეორეს მხრივ, ზედამხედველობის სამსახურები, მაშინ არ უნდა დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვები.
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რა დამაზიანებელი იქნება, კიდევ ერთი მკაცრი ლოკდაუნი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ სოლიდარულები, სახელმწიფო, ჩვენ ექიმები, საზოგადოება, ყველა ერთიანად, რომ როგორმე, აპრილი და მაისი გავიაროთ დაახლოებით, ყოველდღიურად ათასამდე შემთხვევის ფარგლებში, ამას უვლის დღეს ჯანდაცვის სექტორი კარგად, თუ ამას ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ, მაშინ ჩვენ ივნისსა და ივლისსში შევალთ შედარებით უფრო მშვიდად, რომ ქვეყანას არ დასჭირდება დამატებითი შეზღუდვები და პირიქით, მეტად გაიხსნება ეკონომიკა, ტურიზმი მეტად ამუშავდება და ქვეყანას ექნება მეტი შემოსავალი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,ფორმულას" ეთერში.
(report)
