"როდესაც 2003 წელს ხელისუფლებაში მოვედი და პრეზიდენტი გავხდი, მე პირობა დავდე, რომ ტერიტორიულ მთლიანობას დავიცავ და მე ეს პირობა შევასრულე. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 17 წლის განმავლობაში დაცული იყო. მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, არანაირი დათმობა არ გაკეთებულა. თუმცა, იყო ზეწოლა და მუქარა. ჩემს წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობები იყო"
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 12 აპრილს ბაქოში სამხედრო ალაფის პარკის გახსნაზე დასწრების დროს განაცხადა.
”2003 წელს თავისუფლების მოედანზე სახალხო ფრონტის -მუსავატს სურდა სამხედრო გადატრიალება მოეხდინა, მაგრამ ხალხმა მას მხარი არ დაუჭირა. 2005 წელს მათ სურდათ "ნარინჯისფერი რევოლუციის" ორგანიზება აზერბაიჯანში. მათ უკვე ნარინჯისფერი სახვევებიც ეკეთათ. ნარინჯისფერი კარვებიც მოიტანეს. რა იყო მიზანი? მიზანი მოღალატეების ხელისუფლებაში მოყვანა, სომხებისთვის ყარაბაღის ჩაბარება და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობაა. ამიტომ, ზოგიერთ უცხოურ დედაქალაქში გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი უნდა გადადგას. იმ დროს "ნარინჯისფერი რევოლუცია" მოდაში იყო. რევოლუციები ხდებოდა. ახლა ყველამ იცის, რა მოუვიდა ამ ქვეყნებს. ეს ქვეყნები კრიზისშია, ვერ გადალახეს კრიზისი და მიმდინარეობს 15-17 წელია. მიუხედავად ამისა, ხალხი ჩემს უკან იდგა. ხალხი მხარს უჭერდა დამოუკიდებელ პოლიტიკას, მიუხედავად ყველა ზეწოლისა, ყველა მცდელობისა. ყარაბაღის საკითხში ერთი პროცენტიც დათმობა არ მიმიცია. მე ვუთხარი ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ნულიდან. მიუხედავად ყველა ზეწოლისა, წარმატებას მივაღწიე. შედეგად, წინა პლანზე წამოვიდა მადრიდის პრინციპები. დიახ, მადრიდული პრინციპები სრულად არ გვაკმაყოფილებს. მე ამას არ ვმალავ. ამასთან, ჩვენი მიწების განთავისუფლება ემყარებოდა მადრიდულ პრინციპებს. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს ყოფილა და არც იქნება მოლაპარაკებების საგანი და ეს ცხოვრებამ დაადასტურა. იმ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნებოდა. იმის გამო, რომ ამ თანამდებობაზე ახლად არჩეული ვიყავი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული პოლიტიკა და ფარისევლობა ვფიქრობდი, რომ ვინც რომელ მხარეზეა მართალი იყო. შემდეგ მივხვდი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ცდილობდნენ ჩვენს მოტყუებას. მათ არ ისურვეს პრობლემის გადაჭრა, მათ გაყინვა სურდათ. ამ საკითხში უშუალოდ მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს სურდათ ამ მიწების შენარჩუნება სომხეთის ოკუპაციის ქვეშ. მე ეს მოგვიანებით მივხვდი”- თქვა პრეზიდენტმა.
