10 აპრილს თბილისში, მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის კულტურის მუზეუმში, გამოჩენილი სოციალურ-პოლიტიკური მოღვაწის, მასწავლებლის, ექიმის, მწერლის, პუბლიცისტის, დრამატურგის ნარიმან ნარიმანოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აზერბაიჯანელი და ქართველი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები.
InterPress.ge-ს ინფორმაციით, პროექტის და წიგნის წინასიტყვის ავტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ეკონომიკაში, აიგულ ისაევა სტუმრებს ნარიმან ნარიმანოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
”ამ წიგნის გამოცემა ნარიმანოვის 150 წლისთავს ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, რომ ნარიმანოვის ნამუშევრების გაცნობა და მისი დიდებული ცხოვრება ქართველ მკითხველს შეუყვარდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ურყევ მეგობრულ კავშირებს. ნარიმანოვი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის "მეგობრობის სიმბოლოა" და ამ ორ ხალხს შორის "სულიერ ხიდის" როლს ასრულებს. საქართველოს განათლების სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ნარიმანოვის ნამუშევრების ქართულ სახელმძღვანელოში ჩასმა შევთავაზე. მართალია საქართველოში დაახლოებით 120 აზერბაიჯანულ სკოლაში ისწავლება ქართული, მაგრამ სამწუხაროდ "ქართული ლიტერატურა" აზერბაიჯანულენოვან სკოლებში არ ისწავლება. ამ სკოლებისთვის სამომავლო სახელმძღვანელოში- საქართველოს ლიტერატურაში ნარიმანოვის ნამუშევრების ჩასმა საქართველოს ყველა აზერბაიჯანელ მოქალაქეს დიდ სიხარულს მიანიჭებს”, - თქვა აიგულ ისაევამ.
ფილოლოგმა ოქტაი კაზიმოვმა, რომელმაც თარგმნა ნაწარმოებები ქართულად, აღნიშნა, რომ წიგნის ორ ენაზე- აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
"აზერბაიჯანელების შორის არის ისეთი ადამიანები, რომლებიც არ წაუკითხავიათ ნ. ნარიმანოვის ნამუშევრები და მისი შემოქმედების შესახებ არ იციან. ამიტომ წიგნის, როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო”.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი ყოველთვის აფასებდა ნარიმანოვის მემკვიდრეობას, ბაქოში აღმართა მისი ძეგლი, შექმნა სახლ-მუზეუმი.
პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ განაცხადა, რომ მოხარული იყო ღონისძიებაზე დასწრებით: ”სამწუხაროდ, ქართულმა საზოგადოებამ ნარიმან ნარიმანოვი გვიან გაიცნო. მანამდე იგი ცნობილი იყო არა როგორც დიდი დრამატურგი და მწერალი, არამედ მხოლოდ როგორც საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე. მისი ნამუშევრების ქართულად თარგმნა ძალიან სასიხარულოა.ამით ქართული საზოგადოება მას უკეთ გაიცნობს. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვნახავთ მის ნამუშევრებზე შექმნილ სპექტაკლებს საქართველოს თეატრებში. ის არაჩვეულებრივი მწერალი და დიდი დრამატურგია. ნარიმანოვის ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული და ურყევ ურთიერთობის ისტორიას".
შეხვედრის სტუმრები თურქეთის რესპუბლიკის ელჩის საქართველოში მოადგილე ონურ სევიმი, SOCAR Georgia Gas- ის გენერალური დირექტორი აზერ მამედოვი, იუნუს ემრეს ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალი ოღუზჰან იუკსელი, ექიმი ალექსანდრე ბეგიაშვილი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი რაფიგ ჰუმბატოვი, გაზეთის "მაარიფის" რედაქტორი ალადინ გარაბაგლი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ჰიდაიატ ჰუსეინლი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თანამშრომელი მადინა მამედოვა, აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფატმა ალიევა და სხვები ამ პროექტის განხორციელებას ძალიან აფასებენ.
შეხვედრის დასასრულს, გორგუდ აბასლიმ, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში სწავლობდა, ნარიმანოვის მიერ მისი 6 წლის ვაჟის, ნაჯაფისთვის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დაწერილი წერილი წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ ნ. ნარიმანოვის ნამუშევრები პირველად ითარგმნა ქართულად.
მკითხველს წარდგენილ წიგნში ორ ენაზე - აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე გამოიცა ავტორის პიესები "უგჯნურება", "ნადირ შაჰი" და რომანი "ბაჰადირი და სონა". ნ. ნარიმანოვმა თავისი პირველი კალმის გამოცდილება "უგუნურება" საქართველოში დაწერა . ნარიმანოვმა აზერბაიჯანულ ლიტერატურაში, როგორც პირველი ისტორიული ტრაგედია "ნადირ შაჰი" და პირველი ეროვნული რომანი "ბაჰადირი და სონა" დაწერა.
