ვინმე თუ თვლის, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაეთანხმება „ევროპული საქართველო“, ეს ასე არ არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენს პარტნიორებს ევროპულ ორგანიზაციებში გვაქვს ამოცანა, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწიოთ შეთანხმებას, ვიყოთ ერთდროულად მოქნილები და კომპრომისისთვის მზადყოფნაში, მაგრამ ამავე დროს, პრინციპულები იმ საკითხზე, რაც კრიზისის გადასალახად აუცილებლად მიგვაჩნია.
ამისთვის აუცილებელია ყველა იმ პუნქტზე გონივრული შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარმოადგინა. მათ შორის, არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი, მელიას და რურუას მათი გათავისუფლება, საარჩევნო წესებისა და რეგულაციების არსებითი შეცვლა და საკვანძო საკითხი – მისვლა ნორმალურ ვადამდელ არჩევნებამდე. ვინმე თუ თვლის, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაეთანხმება „ევროპული საქართველო“, ეს ასე არ არის, დავეთანმებით იმას, რაც მიგვაჩნია გონივრულ კომპრომისად, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
(imedi)
