InterPress.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა სულხან საბა ორბელიანის ქუჩაზე მოხდა.
ინფორმაციით, მერსედესის მარკის ამტომობილმა უკან გადაადგილებისას მოხუც ქალს შეეჯახა.
დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.


