9 აპრილიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლება, დაახლოებით 10 გრადუსით, შესაძლოა ტემპერატურამ 15 გრადუსამდე დაიწიოს. აღნიშნული ტემპერატურა 12 აპრილამდე შენარჩუნდება. მთაში შესაძლებელია თოვლჭყაპიც.
აღმოსავლეთ საქართველოში კი გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მათ შორის თბილისსა და მის შემოგარენში. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის. ტემპერატურა 9-12 აპრილის ჩათვლით დაახლოებით +17,+19 გრადუსი იქნება.
(report)
