თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
სასამართლოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
(ipn)
