ცეცხლმა ნარგავების დიდი ნაწილი გაუნადგურა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე განმარტებით ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი მუშაობს და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.
(imedi)
