ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომ პანდემია დავასრულოთ და მუდმივად არ ვიყოთ მესამე, მეოთხე, მეცხრე და ოცდამეათე ტალღის მოლოდინში, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი იარაღი, რომელიც დღეს კაცობრიობას აქვს იმისათვის, რომ დაასრულოს პანდემია.
„აუცილებელია, რომ დღეს არსებული ძალიან ეფექტური ვაქცინებით დავასრულოთ პანდემია, როგორც ეს გააკეთა ისრაელმა და პრაქტიკულად უკვე გამოდიან იმ დამთრგუნველი შეზღუდვებიდან რომელიც ცუდად მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
(imedi)
