რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
"აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. პრემიერ-მინსიტრმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
(report)
.jpg)