დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და 25-30 გრადუსი დაფიქსირდება. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
აღნიშნულ დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ცალკეულ რაიონებში კი იქნება, მცირე, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
9 აპრილიდან, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლება, დაახლოებით 10 გრადუსით, შესაძლოა ტემპერატურამ 15 გრადუსამდე დაიწიოს. აღნიშნული ტემპერატურა 12 აპრილამდე შენარჩუნდება. მთაგორიან რაიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპიც.
აღმოსავლეთ საქართველოში კი გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მათ შორის თბილისსა და მის შემოგარენში. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის. ტემპერატურა 9-12 აპრილის ჩათვლით დაახლოებით +17,+19 გრადუსი იქნება.
(report)
