ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ის ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.
ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, რადგან კლინიკაში განუცხადეს, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
"ნებისმიერი პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერაფერს გეტყვით", - განუცხადეს კლინიკაში.
(report)
