მისი თქმით, ოპოზიციის შეფასებები არა მხოლოდ პოლიტიკურად მიუღებელია, არამედ დისკრიმინაციულიცაა და ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთ გამოთქმებს, საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ და სხვაგან არიან.
„ოპოზიციის შეფასებები არა მხოლოდ პოლიტიკურად მიუღებელია, ასევე დისკრიმინაციულია და ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთ გამოთქმებს, საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, სხვაგან არიან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მზად ვართ მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, თუ ოდნავი კონსტრუქციულობა მაინც დავინახეთ და არა შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ, არა შეურაცხმყოფელი განცხადებები მომლაპარაკებლების მიმართ, არამედ კონსტრუქციული მიდგომა საკითხებისადმი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
(imedi)
