"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, 8 აპრილს, ხუთშაბათს 11:00 საათზე ჩაინიშნა. -ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა დაუდასტურა.
უცნობია, დადგება თუ არა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.
(report)
