კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებო რჩება. ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 1.8%-ია, შვიდდღიანი მაჩვენებელი - 1.73%. ესეც, გარკვეულწილად, იზრდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ტესტირების პროგრამის აქტიურად გაგრძელება. გასული 24 საათის განმავლობაში, 24 ათასი ტესტი ჩატარდა. იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებულად შეინიშნება შემთხვევების მატება, დაიწყო უფრო ლოკალიზებული ტესტირების პროგრამები“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
(imedi)
