პოზნერის საქართველოში ვიზიტს, აპროტესტებდნენ ადამიანები რომლებიც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებენ და რომლებიც შემჩნეულები არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციებთან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, გუშინდელ პროტესტთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია.
"სახელებს, რომ გავყვეთ, პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდა ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან "ნაცმოძრაობის" ოფისში, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მძიმე განცხადებები ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რასაც გუშინ რუსეთის საქმის მკეთებელი ადამიანები აფრიალებდნენ. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია, ეს ადამიანები აკეთებენ რუსეთის საქმეს და ისინი "აპროტესტებდნენ" რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში. გუშინ მარტო პარტიული პროტესტი არ იყო, აქ იყო პოლიტიკური პირები, რომლებიც არიან რუსეთის საქმის გამკეთებლები და პირდაპირ დაკავშირებულები რუსეთთან", - განაცხადა კობახიძემ.
(report)
